„გიზ-გიზი”- ახალი ფესტივალი სამთო კურორტებზე

23 იანვარი 2024, 15:21 777 ნახვა

2 თებერვლიდან საქართველოს ზამთრის კურორტები ფესტივალ „გიზ-გიზს“ უმასპინძლებენ.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ზამთრის ოთხივე კურორტზე მთელი სეზონის განმავლობაში გაიმართება. გასართობი შოუ პროგრამების გარდა დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ქართველი მეწარმეების პროდუქციასაც გაეცნონ და შეიძინონ. ფესტივალი სტარტს გუდაურში ორი თებერვლიდან აიღებს, 17 - 18 თებერვალს მაღალმთიან აჭარაში კურორტ „გოდერძიზე“ გაგრძელდება, ხოლო 3 მარტს კი მესტიაში დასრულდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი