იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა

23 იანვარი 2024, 12:04 556 ნახვა

საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მილანის ინტერს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მსოფლიოს ჩემპიონმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მე-60 წუთზე „ნაპოლის“ მდგომარეობა დამძიმდა, მეტოქესთან უხეშობისთვის ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი ათი მოთამაშით დარჩა. ამის გამო „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ მოედანზე დასვენებული მოთამაშეები შეიყვანა და 70-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა მილანელთა შეტევა გოლით დაასრულა და „ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი