11-12 მარტის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს 150 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა. ბათუმის მერი ინფორმაციით, განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, აქედან ორი ავტომანქანა არის კერძო პირის საკუთრება, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს და დანარჩენი ავტომანქანები კი შს სამინისტროს. უკვე აღდგენილია აღდგენილია ტროტუარები და ქუჩის გამყოფი ზოლი.