დღეს იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლი" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ორივე ფინალისტმა ნახევარფინალი მარტივად გაიარა. ნეაპოლელებმა “ფიორენტინას" 3-0 მოუგეს, ხოლო “ინტერმა” მსგავსი ანგარიშით “ლაციო” დაამარცხა.
იტალიის სუპერთასი “ინტერს” ისტორიაში 7-ჯერ აქვს მოგებული. “ნაპოლიმ” კი მხოლოდ 2-ჯერ შეძლო.