ზამთრის საბურავების დეფიციტი

19 იანვარი 2024, 11:44 533 ნახვა

საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. პრობლემას იმპორტიორები და რეალიზატორები მაღალი მომართვიანობითა და ევროპიდან შემოსული საბურავების შემცირებით ხსნიან. 

მათი თქმით, საბურავებზე ფასები მცირედით, თუმცა გაზრდილია.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი