ვაფასებ საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, რომელიც შთამბეჭდავია - სერბეთის პრეზიდენტი

18 იანვარი 2024, 17:37 418 ნახვა

ვაფასებ საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, რომელიც შთამბეჭდავია და მე მათი მშურს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე განაცხადა.

„ევროპაში რატომღაც უსაფუძვლოდ გვგონია, რომ სხვებზე მაღლა ვდგავართ. მოვისმინეთ ირაკლის სიტყვები. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება მის პოლიტიკურ კარიერაში მომდევნო 1-2 თუ 5 წელიწადში, თუმცა ვფიქრობ, რომ ის სავსებით იმსახურებს მართოს ქვეყანა იმდენი ხნით, რაც მათთან გათვალისწინებული ვადაა.

თუ გახსოვთ ის დრო, როდესაც საქართველო ამომავალი ვარსკვლავი იყო ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე, რა იყო მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი? თითქმის 0,1%. დღეს კი არავინ საუბრობს მის, ირაკლის მთავრობის შესანიშნავ შედეგებზე, რადგან ჩვენ თავად ვერ ვაღწევთ ასეთ შედეგებს ევროპაში,

კიდევ ერთი რამის დამატება მინდოდა ირაკლის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე აიყვანეს. ის ძალიან მალე აღმოჩნდება ისეთი კითხვების წინაზე, რასაც მე ხშირად მისვამენ - რატომ აკეთებ ამას, ჩინეთთან გაქვს მჭიდრო ურთიერთობა თუ ევროკავშირთან? მას სჭირდება იმუშაოს საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩინური ინვესტიციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, ის მარტივად და წარმატებით მუშაობას ვერ შეძლებს. ევროპაში ეს უნდა გააცნობიერონ, ისინი უფრო გავლენიანები იქნებიან, თუ ამას გააანალიზებენ და ზეწოლას არ მოახდენენ ირაკლიზე ან ჩემზე, რადგან არ ვაპირებ, საკუთარ ქვეყანას ჩინური ინვესტიციების 30% წავართვა - ამის უფლება არ მაქვს," - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი