NBA-ს რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი შეხვედრა სტუმრად „ატლანტასთან“ გამართა და ბოლო წამზე მიურეის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ 104:106 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, მან პარკეტზე 24 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგას ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.