ზაგრებში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა მასპინძელი ხორვატია 11:10 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ესპანელებმა თამაშის გადარჩენა მატჩის ბოლო წამებზე შეძლეს.
შეხვედრის დასრულებამდე 48 წამით ადრე მოახერხეს წინ გასვლა, საბოლოოდ კი შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და, ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვეს.
ფინალამდე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა უნგრეთი 12:7 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.