ხვალ, 17 იანვარს ამინდი ერთი დღით შეიცვლება. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განცხადებით, ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს.
მისივე განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთისგან განსხვავებით შედარებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
18 იანვარს კი ყველგან გამოიდარებს და დათბება.