ისლანდიაში მიწისძვრების შედეგად ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ამოფრქვევა კუნძულ გრინდავიკის ჩრდილოეთით დაიწყო და ამომავალი ლავა კუნძულზე მდებარე ქალაქ გრინდავიკისკენ მიედინება.
ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და პერიმეტრს ვერტმფრენების დახმარებით აკონტროლებენ.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს კუნძულთან სულ მცირე 300 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
ისლანდიის პრეზიდენტის თქმით, ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა აღნიშნავს, რომ ქალაქიდან ყველა მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.