თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. მომიტინგეები იემენში შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის თავდასხმებს აპროტესტებენ.
შეკრებილმა მოქალაქეებმა დაწვეს გაერთიანებული სამეფოს დროშა და ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა ქვეყნის საელჩო, რომელმაც ჰუსიტებზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო, თეირანში უნდა დაიხუროს.