აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა, რის გამოც უკრაინას ბოლო დახმარება გადაეცა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.
ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ რუსების თავდასხმების რაოდენობა იზრდება, უკრაინას კი დახმარება ძალიან სჭირდება და ამისთვის შტატების კონგრესმა ეროვნული უსაფრთხოების დამატებით მოთხოვნაზე უნდა იმოქმედოს და შემდგომი დაფინანსება მიიღოს.