გასტროლი ხულოს თეატრში

10 იანვარი 2024, 20:30 914 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ხულოს დრამატულ თეატრს ეწვია. გასტროლის ფარგლებში სპექტაკლი გრინჩი წარადგინეს. ეს არის ერთი ადამიანის, სახელად გრინჩის ამბავი, რომელსაც ხმაური და დღესასწაულები აღიზიანებს, იგი გადაწყვეტს რომ შობა მოიპაროს. ყველაფერი კი იცვლება, როდესაც მასთან პატარა გოგონა სინდი მიდის. ამის შემდეგ პერსონაჟში გარდატეხა ხდება. სპექტაკლი საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა სიყვარული, რწმენა და მიმღებლობა. პიესის პერსონაჟები პატარებს განსაკუთრებით მოეწონათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში