ვითარება უკრაინაში

06 იანვარი 2024, 14:44 554 ნახვა

ოკუპანტი არ წყვეტს იერიშს უკრაინის ქალაქებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე 5 სარაკეტო და 25 საჰაერო შეტევა განახორციელა. მათი სამიზნე გახდა ასევე დონეცკის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონები. ხერსონში დაბომბვისას 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა.

გარდა ამისა, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ბავშვებში, რუსულ აგრესიას უკვე 515 ბავშვი ემსხვერპლა.

უკრაინის საჰაერო ძალებში რუსეთის მიერ გაშვებული დრონების განადგურებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის მიმართულებით რუსეთის ტერიტორიიდან პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან გაუშვეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში კვლავ ხაზს უსვამს უკრაინისთვის პარტნიორების სამხედრო დახმარების გაწევის აუცილებლობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი