ვითარება ისრაელში

06 იანვარი 2024, 14:59 488 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული პირობებია. გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ღაზა სამ თვიანი ომის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდა, მოსახლეობა შიმშილობს და ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხის წინაშეა.

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს. მარტინ გრიფიტსმა ასევე დაამატა, რომ ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდება და ქაოსური პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს. პარალელურად ისრაელი აგრძელებს შეტევებს.

ხან იუნისის მორიგი დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ასევე ოკუპირებული ვესტ ბენკის სანაპიროზე გაანადგურა ლტოლვილთა ბანაკები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი