ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიღბების ტარებისა და „კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო აცრის გაკეთების მოწოდებით გამოდის. ტედროს ადანომ გებრესიუსის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები გაიზარდა.
ჯანმოს ხელმძღვანელი ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა.
გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 28 დღეში წინა 28 დღესთან შედარებით 52 პროცენტით გაიზარდა.