90-ს გადააჭარბა დაღუპულთა რიცხვმა იაპონიაში, სადაც პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამ დრომდე დაჯარგულად ითვლება 242 ადამიანი, დაშავდა 400-ზე მეტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაორმაგებულია სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა.
ათობით ათასი მოქალაქე კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.