"ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს" - თურქეთის მთავარი პროკურორი

05 იანვარი 2024, 14:04 563 ნახვა

ფემიციდის შემთხვევაში სიკვდილით დასჯაზე საუბრობს თურქეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი. ბექირ საჰინის განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, სამუდამო პატიმრობა ზოგ შემთხვევაში საკმარისი არ არის.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ქალის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ აბრკოლებს სხვებს ჩაიდინონ იგივე დანაშაული.

ცნობისთვის, თურქეთმა სიკვდილით დასჯა ოფიციალურად 2004 წელს, ევროკავშირში შესვლის შელშემწყობი რეფორმების ფარგლებში ოფიციალურად აკრძალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი