სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში, სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად. შემთხვევის დროს მატარებლებში 478 პირი იმყოფებოდა, ბოლო მონაცემებით, დაშავდა 28 ადამიანი.
სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს და მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი 2 პირის გამოყვანას ცდილობენ.
ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე დაიწყება გამოძიება.