აშშ უკრაინისთვის დახმარებას ამცირებს

05 იანვარი 2024, 11:10 334 ნახვა

შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, თუმცა არა ისე როგორც ეს 2022-2023 წლებში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ავრცელებს.

მეთიუ მილერის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ რომ იმავე დონის მხარდაჭერის საჭიროება არსებობს.

მილერის თქმით, მათი მიზანია უკრაინამ ააშენოს ინდუსტრიული და სამხედრო ბაზა, რათა დამოუკიდებლად შეიძინოს და შეძლოს საბრძოლო მასალა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აქვე დაამატა, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან უკრაინას ამ ეტაპზე საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად არ შეუძლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში