სამხრეთ კორეის და აშშ-ის ჯარებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან პოჩეონში საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად და გასაძლიერებლად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს - ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის სარდლობა ავრცელებს.
სამხრეთ კორეის არმიის მექანიზებული ქვეითი ბრიგადის და აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკის ბრიგადის წვრთნები მძიმე იარაღის გამოყენებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მანევრები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება - აღნიშნულია არმიის განცხადებაში.