ევროკავშირი ირანში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება

04 იანვარი 2024, 11:41 597 ნახვა

ევროკავშირი ირანში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება და ირანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„ტერორისტულ აქტს შოკისმომგვრელი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. უამრავი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი