უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა

03 იანვარი 2024, 20:43 380 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ სახლში ვართ. 200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ჯარისკაცები, ოფიცრები, შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები. მადლობა ყველას, ვისაც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი ხალხი სახლში მოჰყავს!მადლობა ჩვენს დამცველებს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხალხი, რომელიც ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, – წერს ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი