ბიძინა ივნიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას - ირაკლი კობახიძე

30 დეკემბერი 2023, 14:47 493 ნახვა

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს არამარტო ჩვენს ქვეყანას და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს შემდგომში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ამ მოვლენას იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი. ბატონმა ბიძინამ კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე, მაგალითად საარჩევნოდ, პირიქით, მან აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში