პროექტი „ჩვენი ჯარი" გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.