Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში . სწავლების საშტაბო ნაწილი მრავალეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა, რომელსაც მხარს დაქვემდებარებული ელემენტები უჭერდა, სადაც საწვრთნელი აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი ოპერაციები აწარმოეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.