აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის განხილვის დაჩქარებაზე სამიტის მოთხოვნა უარყო. ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორი მოითხოვდა დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ პოსტის დაკავებისას ჩაიდინა. აღნიშნულზე პროკურორმა სასამართლოსგან უარი მიიღო, უწყებას გადაწყვეტილება არ განუმარტავს. ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სიფრთხილეს და არა აჩქარებას მოითხოვს. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას, რის გამოც ტრამპს ბრალი წლის დასაწყისში არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს.