ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 20 ათასს აჭარბებს

22 დეკემბერი 2023, 11:59 360 ნახვა

ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რთული და სასტიკი ომია. ბოლო ცნობებით, ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა, ასევე დაღუპულია 68 ჟურნალისტი. ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობა უკვე 20 ათასს აჭარბებს. პარალელურად ისრაელი ავრცელებს ცნობებს, პალესტინის მოედნის ქვეშ „ჰამასის“ დიდი გვირაბის განადგურების შესახებ, რომელიც ომამდე ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრად აღიქმებოდა. მძევლების გათავისუფლების პერსპექტივას ჰამასი ომის დასრულებამდე უარყოფს, ისრაელი კი არაერთი მოწოდების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე აცხადებს უარს. თავის მხრივ გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია კენჭისყრისთვის მზად არის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში