ქობულეთის საბავშვო ბაღებში საახალწლო-საშობაო არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყება. 29 საბავშვო ბაღის 2 664 აღსაზრდელს თვითმმართველობა ტკბილეულით სავსე საახალწლო კალათებს გადასცემს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 123 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.