თანამშრომლობის მემორანდუმი

05 ივნისი 2025, 14:18 396 ნახვა
00:00
00:00

ერთობლივი  საერთაშორისო პროექტებისა და ღონისძიებების  განხორციელების მიზნით აჭარის კულტურის  სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტი, რომელსაც ხელი აჭარის კულტურის მინისტრმა და  ბსუ-ს რექტორმა  მოაწერეს, კონფერენციების, ერთობლივი კვლევების, სემინარების ორგანიზებას გულისხმობს. თანამშრომლობა ასევე საგანმანათლებლო  და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლა-გაზიარებას ითვალისწინებს. 

მხარეები  ერთობლივი  საზაფხულო სკოლებისა და აქტივობების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ  და აღნიშნეს, რომ   მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სტუდენტებს კულტურის  მიმართულებით  მათი იდეების  განხორციელებისთვის დამატებით  შესაძლებლობებს გაუჩენს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი