საზღვაო აკადემიის დასაქმების ფორუმი

28 მარტი 2025, 14:18 499 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ,,დასაქმების ფორუმი" მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს 2016 წლიდან ტარდება.

ფორუმზე ხელისუფლების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღია დიალოგი გამართეს, ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც დასაქმების ბაზარზეა.  

გარდა ამისა, ახალგაზრდები  საგამოფენო სივრცეში მონაწილე კომპანიებს გაესაუბრნენ,  მიიღეს მათთვის საინტერესო შეთავაზებები.   

ფორუმში 20-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა საზღვაო სფეროდან, ასევე ლოჯისტიკური და სამშენებლო სექტორებიდან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში