ქობულეთის უფასო სასადილო მომავალ წელს 370 ბენეფიციარს მოემსახურება

20 დეკემბერი 2023, 11:48 461 ნახვა

ქობულეთში მუნიციპალური უფასო სასადილოს ქვეპროგრამის ფარგლებში 370 ბენეფიციარის უფასო კვებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს "ფუფ თაიმმა" გაიმარჯვა. ამისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 380 ათას ლარზე მეტი გამოიყო. ბენეფიციართა კვებითი რაციონში ცვლილებები არ შესულა. მუნიციპალური უფასო სოციალური სასადილოთი მოსარგებლე პირები არიან ნულიდან ასი ათას ქულამდე სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახების წევრები, მარტოხელა, მარჩენალდაკარგული, შშმ პირები და უსახლკაროები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი