ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაეროში დღეს გაიმართება

20 დეკემბერი 2023, 11:47 371 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრა ოთხშაბათამდე გადადო, - ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. კენჭისყრა თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის დათმობის მიზნით, სამშაბათამდე გადაიდო. დიპლომატების თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც, თავდაპირველად მოიცავდა მოწოდებას ღაზაში საჭირო დახმარების შეტანის მიზნით საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. აშშ აცხადებს, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად კონსტრუქციულად თანამშრომლობს სხვა წევრებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში