ვლადიმერ პუტინი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ლიდერი სერგეი მირონოვის განცხადებით,მოქმედი პრეზიდენტის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ხელმოწერები შეგროვდება. პარტიები „ერთიანი რუსეთი“ და „სამართლიანი რუსეთი“ პუტინისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.