ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარას 6 საქართველოს ჩემპიონი ჰყავს

16 დეკემბერი 2023, 16:22 1035 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც  აჭარის ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 

აჭარელი ფალავნების ანგარიშზე საერთო ჯამში 13 მედალია, საიდანაც 6 ოქროს, 3 ვერცხლის და  4 ბრინჯაოს მედალია. 

ოქროს მედლები:

  • 60 კგ. ფრიდონ აბულაძე,
  • 63 კგ. ანრი ხოზრევანიძე,
  • 67 კგ. დიეგო ჩხიკვაძე, 
  • 72 კგ. ოთარ აბულაძე,
  •  82 კგ. გელა ბოლქვაძე,
  • 87 კგ. აჩიკო ბოლქვაძე.

ვერცხლის მედლები: 60 კგ. ამირან შავაძე, 63 კგ. რატი ხოზრევანიძე და 77 კგ. თორნიკე მიქელაძე.

ბრინჯაოს მედლები: 55 კგ. გიორგი კოჩალიძე, 60 კგ.  ბესო მახარაძე, 67 კგ. ნიკა ბროლაძე და 87 კგ. ლაშა გობაძე. 

საქართველოს ჩემპიონატის გუნდური ჩათვლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი ასეთია: 

1 აჭარა 193 ქულა 
2 გარდაბანი 108 ქულა 
3 ოზურგეთი 94 ქულა 

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმა თავისუფალ ჭიდაობაშიც უმასპინძლა საქართველოს ცემპიონატს სადაც აჭარის ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ოქრო მამუკა კორძაიას ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაო რამაზ თურმანიძემ აიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი