ბათუმის „დინამოს“ დატოვების შემდეგ ჯოვინო ფლამარიონი ფრანგულმა “ვალენსიენმა” ოფიციალურად წარადგინა. ბრაზილიელმა “ვალენსიენთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა და 96 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფლამარიონის ახალი გუნდი საფრანგეთის ლიგა ორში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ფლამარიონი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. მან ასევე ბომბარდირის და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.