ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოს კი მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ ევროპის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ევროპარლამენტმა 468 ხმით 99-ის წინააღმდეგ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რეზოლუციის მხარდაჭერისგან 58-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.