„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

13 დეკემბერი 2023, 11:53 491 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ პორტუგალიურ „ბრაგას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. „ნაპოლის“ პლეი ოფში გასასვლელად ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც აწყობდა, სტუმრებს კი, მინიმუმ, ორბურთიანი სხვაობით მოგება. ანგარიში მეცხრე წუთზე „ბრაგას“ მცველის ავტოგოლით გაიხსნა. 33-ე წუთზე კი ოსიმენმა მეორე გოლიც გაიტანა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: უნიონი-რეალი 2:3; კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0; მანჩესტერ იუნაიტედი-ბაიერნი 0:1; ზალცბურგი-ბენფიკა 1:3; ინტერი-სოსიედადი 0:0; ლანსი-სევილია 2:1; ეინდჰოვენი-არსენალი 1:1. დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის კიდევ რვა შეხვედრა გაიმართება. აქვე გეტყვით რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯგუფში ჩარჩა, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ პლეი-ოფში ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი