საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში

12 დეკემბერი 2023, 11:55 358 ნახვა

ვილნიუსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ევროპის კლუბებს შორის კონტაქტურ კარატეში „იპონ კაპი“, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში 20 ქვეყნის 1700 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველო შეჯიბრებაზე სამი კლუბით იყო წარმოდგენილი. „ჩემპიონთა აკადემია“, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული და კლუბი „ბუდოკანი“. ტურნირზე იასპარეზა ასევე ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენმა. საერთო ჯამში ჩვენი რეგიონის მებრძოლებმა 15 ოქროს, სამი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ეს გახლდათ წინამოსამზადებელი ტურნირი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წინ, რომელსაც დეკემბრის ბოლოს ბათუმი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში