სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ 2023 წელი გამარჯვებით დაასრულა. ირაკლი ნინიძის გუნდი დიდი 10 - ის მე-11 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ხვამლს“ დაუპირისპირდა და 44 :17 დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს. დუბლი ვიტალი ირემაძემ შეასრულა, თითო თითო ლელო კი ჰენდრიქსის, მენაბდისა და სიჭინავას ანგარიშზეა. ხუთი გარდასახვა და სამი ზუსტი ჯარიმა მამუკა ნინიძემ შეასრულა. „ბათუმი“ დიდი ათის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-3 პოზიციაზეა. ბათუმელები მომდევნო შეხვედრას 2024 წლის იანვარში, შინ “ყაზბეგთან” გამართავენ.