ძალისმიერ სამჭიდში უფროსებს შორის თემო სამხარაძე ევროპის ჩემპიონია. ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამხარაძემ პირველად იასპარეზა, საერთო ჯამში 1027.5კგ დაძლია რაც ევროპის რეკორდია. ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის თემო სამხარაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.