ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვეს

09 დეკემბერი 2023, 11:53 482 ნახვა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ. კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ ინდივიდუალურად მოასპარეზე ათლეტები დაიშვებიან და არა გუნდები. ასევე მონაწილეობა ეკრძალებათ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე ომს. გადაწყვეტილებას ესტონეთი და ლიეტუვა გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, დროშის გარეშე რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობა, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი