მათთვის, ვინც ვერ ივიწყებს შობას, საქართველო და განსაკუთრებით დედაქალაქი თბილისი უნდა იყოს ნომერ 1 დასასვენებელი ადგილი. ამის შესახებ CNN-ის გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდა ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია და შვედეთი. სტატიაში მოთხრობილია მოკლე ისტორია საქართველოს შესახებ, წერია, რომ აქ შობა არა 25 დეკემბერს, არამედ 7 იანვარს აღინიშნება. გამოცემა ასევე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესაც უსვამს ხაზს.