უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საფრანგეთში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პარიზში დახვდა. როგორც მედია წერს, ლიდერები შეხვედრაზე განიხილავს უკრაინის მხარდაჭერასა და ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებს. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კომპრომისის მოსაძებნად მიიწვია.