საქართველოს თასი „საბურთალომ“ მოიგო

07 დეკემბერი 2023, 11:48 497 ნახვა

საბურთალომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ისტორიაში მესამედ, ბოლო სამ წელიწადში კი მეორედ მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2023 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში დინამო ბათუმი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომავალ ზაფხულს კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ძალიან დაძაბული მატჩის გმირი კი ირაკლი სიხარულიძე გახდა, რომელიც თამაშში ცვლილებაზე, მსაჯის მიერ დამატებულ დროს შევიდა და გამარჯვების გოლი წუთზე ნაკლებ დროში გაიტანა. საბურთალომ საქართველოს თასი ჩაიბარა და გახდა მეოთხე ქართული კლუბი დინამო ბათუმის, დინამო თბილისისა და ქუთაისის ტორპედოს შემდეგ, რომელიც მომავალ ზაფხულს ევროთასებზე ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი