ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა

07 დეკემბერი 2023, 11:47 324 ნახვა

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა . თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში