სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა სენაკის სამხედრო ბაზაზე. სადაც ბავშვებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა შესთავაზეს. მოეწყო საახალწლო სოფელიც, სადაც პატარებმა თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები მიიღეს. სამხედროების შვილებს ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ.