საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს,საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობას, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.