სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ქართველ მოხალისეებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.