საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კომიტეტის წევრებთან ერთად 4 დეკემბერს საკონსულტაციო საბჭოს წევრებს გაფართოებულ ფორმატში პირველად შეხვდა. აღნიშნული სხდომის მთავარი მიზანი კომიტეტის მიერ ჩატარებული სამუშაოების ერთგვარი შეჯამება იყო.